დღემდე არცერთი მტაცებელი ნაპოვნი არ არის

სტიქიის ღამიდან დღემდე არც ერთი ცხოველი არ იქნა ნაპოვნი ქალაქში, არც ცოცხალი და არც მკვდარი. – ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ სტიქიის საგანგებო შტაბების გავრცელებული ცნობები მიხედვით, თბილისის ზოოპარკიდან: 6 ლომი, 6 ვეფხვი, 13 მგელი და 7 დათვი გაიქცნენ.

“უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის, ინტერნეტში მოპოვებული ფოტოებისა და ფოტომონტაჟების გავრცელებისგან იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან ლომები, ვეფხვები, მგლები, დათვები, გველები და ა.შ. ჩვენ უბრალოდ ვერ ვტოვებთ უყურადღებოდ მსგავს ე.წ. “დაზუსტებულ” ინფორმაციას და იძულებულნი ვხდებით გავგზავნოთ ჩვენი ვეტექიმების ჯგუფი ყველა იმ მისამართზე, საიდანაც შემოდის საგანგაშო ზარი.

თუმცა სტიქიის ღამიდან დღემდე არც ერთი ცხოველი არ იქნა ნაპოვნი ქალაქში, არც ცოცხალი და არც მკვდარი. აქაც ბევრი ცხოველია მძიმე მდგომარეობაში, ჩვენი ვეტექიმების რესურსი აქაც ძალიან საჭიროა.

ამიტომ გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ მსგავს ინფორმაციას, თუ საკუთარი თვალით არ ნახავთ ცხოველს! დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პირდაპირ დაუკავშირდით 112-ს.” – აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button