მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

კობახიძე ოპოზიციას პარლამენტში ელოდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეთანხმების დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ნაწილის ხელმოწერას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების ვალდებულებაა პარლამენტის სხდომებზე დასწრება.

“მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული” პარტია. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ საკუთარი ორიენტირი, მათ შორის, საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, “ქართულმა ოცნებამ” იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით.
შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ პირველივე პლენარულ სხდომას უნდა დაესწროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეუერთდა ამ დოკუმენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასე აღსრულდება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის შემდეგ 19 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმების კომპრომისულ დოკუმენტს.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

• “ქართული ოცნება”
• დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. თავად პარტია ხელს არ აწერს შეთანხმების ტექსტს.
• დოკუმენტს ხელი მოაწერა დავით ბაქრაძემ.
• “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ
• “ლელო”.
• “რესპუბლიკური პარტია”
• პარტია “მოქალაქეები”
• “გირჩი”
• “გირჩი – მეტი თავისუფლება”

დოკუმენტს ხელს ჯერ-ჯერობით არ აწერენ “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული პარტია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button