რეგიონი

უკრაინელ ხალხს სოლიდარობა სიღნაღშიც გამოუცხადეს

აქცია- მსვლელობა სიღნაღის ცენტრალურ ქუჩაზე ადგილობრივებმა და პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
მათ შეძახილებით გაამხნევეს რუსეთის ოკუპაციასთან მებრძოლი უკრაინის მოქალაქეები, რის შემდეგაც, ქალაქის დასასვენებელ პარკში გადაინაცვლეს,
აქციის მონაწილეებმა, ვითარების პოლიტიკური შეფასებაც გააკეთეს და განმარტეს, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ პოზიციას არ ასახავს.
მსვლელობაში მონაწილეებმა მთელ მსოფლიოს რუსეთის აგრესიის შეჩერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
მესამე დღეა, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოლიდარობის აქციები არ წყდება.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ქალაქებს ბომბავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button