სპორტი

საფრანგეთი-გერმანია- ცენტრალური მატჩი მიუნხენში

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დღეს ტურნირის ე.წ. ცენტრალური მატჩი გაიმართება. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა მიუნხენშია დაგეგმილი, მასპინძლებად ფრანგები მიიჩნევიან.

საფრანგეთისა და გერმანიას შორის დაპირისპირება დღეს 23 საათზე დაიწყება.

F ჯგუფი ევრო 2020-ზე ყველაზე რთულ ჯგუფად ითვლება, რადგან აქ 3 მაღალრეიტინგული ნაკრები თამაშობს.

ფრანგების და გერმანელების გარდა ამ ჯგუფში არიან მოქმედი ევროპის ჩემპიონები. დღეს სწორედ მეორე შეხვედრას პორტუგალიელები ჩაატარებენ და მათი მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება.

მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და 20 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button