“პაპუა-ახალ გვინეაში კაციჭამიები დააპატიმრეს”

პაპუა-ახალი გვინეის სამართალდამცველებმა, ანტიჰუმანური რელიგიური რიტუალების შესრულების და კანიბალიზმის ბრალდებით, 54 სოფლის მცხოვრები დააპატიმრეს.

„2009 წლიდან, მდინარე ფლაის შესართავთან განლაგებულ ქოხებში მკვლელობა და უკანონობა სუფევდა. იქ, რელიგიურ რიტუალებს ამოფარებული კულტის მესვეურნი ადამიანებს თავებს ჰკვეთდნენ, ქოხებს ცეცხლს უკიდებდნენ და კანიბალობდნენ“, – აცხადებს ქვეყნის დასავლეთ პროვინციის პოლიციის უფროსი სილვა სიკა.

ბოლო გახმაურებული შემთხვევა 25 ივლისს მოხდა. ბოროტმოქმედებმა 3 ადამიანს თავები მოჰკვეთეს და მაგიური რიტუალების ჩასატარებლად გამოიყენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button