თელავში რთველის შტაბი გაიხსნა – პირდაპირი ჩართვა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გახსნა. შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მთავრობა სუბსიდირებას მოახდენს – 35 თეთრი იქნება თეთრ ყურძენზე, საფერავზე 15 თეთრი. რთველის შტაბში იმუშავებს ცხელი ხაზი.
შტაბის გახსნას დაესწრო ჩვენი ჟურნალისტი სოფო სარალიძე.
მოუსმინეთ ჩართვას “ჰერეთის” ახალ ამბებში