მანდელას შვილიშვილი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ცნობილი სამართალდამცველის, ანტიაპართეიდის მოძრაობისაქტივისტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ნელსონ მანდელას შვილიშვილი – მანდლა მანდელა.

გასულ კვირას, 41 წლის მანდლა მანდელა, არასრულწლოვანი (15 წლის) გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. 25 აგვისტოს, ცნობილი პილიტიკოსის შვილიშვილი, 535 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, – გადმოსცემს BBC.

წყაროს ინფორმაციით, 14 აგვისტოს, მანდლა მანდელამ, იოჰანესბურგის ერთ-ერთ ბარში, 15 წლის გოგონა საპირფარეშოში შეიყვანა და გააუპატიურა. ბავშვის მამამ პოლიციაში იჩივლა.

წინასწარი მონაცემებით, მანდელას დაცვის მხარე შემდეგი სქემით იმოქმედებს: სქესობრივი აქტი ურთიერთშეთანხმებით მოხდა, ბრალდებულმა გოგონას რეალური ასაკი არ იცოდა, რადგანაც ბარში 21 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16189″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button