რეჟისორი გიორგი დანელია იუბილარია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცნობილ რეჟისორსა და სცენარისტ გიორგი დანელიას 85 წლის იუბილე მიულოცა, – იუწყებაკრემლის პრესსამსახური.

„თქვენ შესანიშნავი ფილმების გალერეა შექმენით, რომელთაგან თითოეული, თქვენი თვითმყოფადი ტალანტის, უნაკლო მხატვრული გემოვნების, დიდებული აქტიორული ანსამბლების შერჩევის ნიჭის დასტურია“, — ნათქვამია მისალოც წერილში.

გიორგი დანელია — რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1965), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1989), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978 წ. ფილმისთვის „მიმინო“), ძმებ ვასილევების სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981, ფილმისთვის „შემოდგომის მარათონი“), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1996 წ. ფილმებისთვის: „პასპორტი“, „ნასტია“, „არიოლი და რეშკა“), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიი სლაურეატი კულტურის სფეროში (2014 წ.).

მსგავსი პოსტები

Back to top button