შოთა არველაძე “გერმანელ მესის” ყიდულობს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი მარკო მარინი შესაძლოა თურქული “ტრაბზონსფორის” მოთამაშე გახდეს.

შეგახსენებთ, რომ “ტრაბზონსფორს” ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე წვრთნის.

dailystar.co.uk-ისცნობით, 26 წლის მარინმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

მარინის ტრანსფერი, რომელსაც “გერმანელ მესის” ეძახდნენ, თურქებს 1.8 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გასულ სეზონში მარინმა იჯარით “ფიორენტინასა” და “ანდერლეხტში” ითამაშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button