კართუბანში 47 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

“47 წლის მამაკაცმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში სავარაუდოდ თავი მოიკლა”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

გამოძიებისთვის თვითმკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

საქმეზე ძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button