მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

თურქეთმა NATO-ში ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირების პროცესის დაწყება გადაწყვიტა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რატიფიკაციის პროცესი 14 მაისს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება.

“ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის საპარლამენტო რატიფიკაციის პროცესი”, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთის წევრობით ალიანსი უფრო ძლიერი გახდება და “უფრო ეფექტურ როლს ითამაშებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში”.
„მჯერა, ფინეთის გაწევრიანებით ნატო გაძლიერდება და ამით აქტიურ როლს ითამაშებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მოლაპარაკებებს განაგრძობს შვედეთთან.

„ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს შვედეთთან ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მიდგომის საფუძველზე. როგორ წარიმართება პროცესი, პირდაპირ იქნება დაკავშირებული შვედეთის კონკრეტულ ნაბიჯებთან“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. განაცხადის დასადასტურებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისი რატიფიცირება. NATO-ს 30 ქვეყნიდან მხოლოდ თურქეთი და უნგრეთია, რომლებსაც ჯერ არ დაუმტკიცებიათ შეთანხმება.

თებერვალში თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის განაცხადს, მაგრამ შვედეთის ხელისუფლებას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დაკავება მოსთხოვა. თურქეთი ასევე მოითხოვს შვედეთისგან 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირებას, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. ანკარა მათ ტერორიზმში ადანაშაულებს.
უნგრეთის მმართველი პარტიის განცხადებით, NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას 27 მარტის კენჭისყრით დაამტკიცებენ. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პარასკევს გავრცელდა.

უნგრეთის პარლამენტში რატიფიკაციის კენჭისყრის ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ვიქტორ ორბანის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი რაც უნდა გააკეთოს უნგრეთმა არის ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს NATO-ს საკითხების განხილვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button