სპორტი

ევრო 2020-ზე მერვედფინალები იწყება.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველ სათამაშო დღეს ევროპის ჩემპიონატზე 2 მერვედფინალური წყვილი ითამაშებს,

26 ივნისს იტალიის და ავსტრიის შეხვედრა ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართება.

იტალიამ ჯგუფში სამივე შეხვედრა რომში ჩაატარა და გოლის გაუშვებლად ყველა მატჩი მოიგო.

რობერტო მანჩინის ფეხბურთელები რაღა თქმა უნდა ფავორიტებად მიიჩნევიან, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ავსტრია ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფების დებიუტანტი გუნდია. ამის საპირისპიროდ კი „სკუადრა აძურასთვის“ ეს მე-15 ფინალური ეტაპია.

შეხვედრა უემბლის სტადიონზე თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი მეოთხედფინალში ბელგიასა და პორტუგალიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button