მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა?”

მეუფე ანტონის სკანდალური ქადაგება… ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ამბიონიდან ეკლესიის მოწინააღმდეგეებზე ისაუბრა და ოპოზიცია, არასამთავრობოები და მედია გააკრიტიკა.

მეუფე ანტონი ამბობს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ხალხს ეკლესია შეაძულონ, ხოლო ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადონ, ევროპა და ამერიკა აფინანსებს. სწორედ ამიტომ, მეუფეს უჩნდება ეჭვი, ხომ არ უნდა გადავხედოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს.

მიტროპოლიტმა მოგვიანებით თავისი ქადაგების შინაარსი ფეისბუქზე ვრცელი პოსტითაც განმარტა, რომელშიც “ტყის კოდექსის” მიღებასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებაზეც ისაუბრა.

“ერთხმად რომ გაიძახით, სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო, თუ ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის და აღიარებთ, რომ ჩვენ – ეკლესიას გარკვეული „წონა“ და ზეგავლენა გვქონია, ჰოდა თუ ასეა, გეკითხებით, ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა!

“უნებლიედ ფიქრობ რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა , ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის, და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.

“ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულობებს გავემიჯნოთ. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი, გვინდა თუ არა იმ ღირებულებით და ფასეულობებით ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულებელყოფაა”. – წერს მეუფე ანტონი.

მოისმინეთ მეუფე ანტონის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button