საიდუმლი ადგილი. ტურისტები ფხენიანის მეტროში შეუშვეს [Photo/video]

ჩრდიელოეთ კორეის ხელისუფლებამ ტურისტებს ფხენიანის მეტროს ყველა სადგურში მგზავრობაზე ნება პირველად დართო.

ბოლო დრომდე უცხოელ ტურისტებს მგზავრობა მეტროს მხოლოდ 2 სადგურში შეეძლოთ, ამიტომაც ბევრი მათგანი თვლიდა, რომ ფხენიანში მეტრო საერთოდ არ არსებობდა.

ამერიკელი ფოტოგრაფი, ელიოტ დევისი პირველად ისტორიაში იმ ტურისტთა ჯგუფში მოხვდა, რომელთაც მეტროს ყველა სადგურში მოგზაურობის ნება დართეს. დევისმა საინტერესო ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელიც მან კორეულ მიწისქვეშეთში გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანის მეტრო მსოფლიოში ყველაზე ღრმაა და მიწის ქვეშ 110 მეტრზე მდებარეობს. ყველა სადგური ბირთვული ბუნკერივითაა გამაგრებული. მეტროს 2 ხაზი და 16 სადგური აქვს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33647″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button