მნიშვნელოვანი

,,თვითმმართველობის განვითარების ხედვა არის პრემიერის კეთილი სურვილები“ – არჩილ თოდუა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული კოორდინატორი არჩილ თოდუა აცხადებს, რომ თვითმმართველობის განვითარების ხედვა, რომელიც მიმდინარე წლის 5 მარტს, მთავრობამ წარადგინა, პრემიერმინისტრის კეთილი სურვილებია და ამ ეტაპზე არ არსებობს სტრატეგია, რომელიც უფრო კონკრეტულ წარმოდგენას შექმნიდა დეცენტრალიზაციის გეგმაზე.

როგორც არჩილ თოდუამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, მწირი ფინანსური რესურსისა და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის გარდა, თვითმმართველობებში პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მუნიციპალიტეტები არ ასრულებენ კანონის მოთხოვნას, – შეიმუშაონ პროგრამული ბიუჯეტი, რომელშიც დეტალურად გაიწერება, რა მოცულობის თანხა დაიხარჯება ამა თუ იმ პროგრამის განხორციელებაში.

არჩილ თოდუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი ახლაც მოქმედებს, ის არაეფექტურია და მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ მათ ინიციატივებს ადგილობრივი ხელისუფლება გაითვალისწინებს.

მოისმინეთ არჩილ თოდუას ხმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button