მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღში წითელ ნუსხაში შეტანილი დაჭრილი არწივია ნაპოვნი-გარემოსდამცველები ბრაკონიერების დასჯას ითხოვენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსთან ადგილობრივებმა გადაშენების პირას მყოფი, დაჭრილი ბექობის არწივი იპოვეს.დაჭრილი ფრინველი ერთ- ერთმა მოქალაქემ ნახა, მოუარა და ბუნების დამცველებს აცნობა. არწივი, სავარაუდოდ ბრაკონიერებმა დაჭრეს.

“საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის”, რომელსაც ადგილობრივმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

,,მძიმე მდგომარეობის გამო, ფრინველი თბილისში გადმოვიყვანეთ. რენტგენზე 7 ფინთიხი და არაერთი გამჭოლი ჭრილობა გამოჩნდა. სავარაუდოდ, ინდივიდი ერთი წლისაც არაა და რომელიმე თბილი ქვეყნიდან საგაზაფხულოდ დაბრუნდა საქართველოში.

ეს ბექობის არწივზე ბრაკონიერობის მეორე შემთხვევაა, რასაც ამ ტერიტორიაზე გადავაწყდით. შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, გაამკაცრონ კონტროლი, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც წითელი ნუსხაში შეტანილი ფრინველები მრავლად არიან. ბექობის არწივი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მის კონსერვაციაზე ჩვენ 2018 წლიდან ვმუშაობთ”,- განაცხადეს ორგანიზაციაში.

ნაპოვნი არწივი ზოოპარკშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

წითელ ნუსხაში შეტანილ, გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე ნადირობა კანონით აკრძალულია და შესაბამისი სახის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button