ომის დამნაშავე პრეზიდენტი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა
საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს

ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი ყირიმში გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. პუტინი ყირიმში ნახევარკუნძულის ანექსიის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა, ბოლოს ის იქ იყო, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში. გასულ წელს პუტინი 18 მარტს მოსკოვში იმყოფებოდა.
რაზვოჟაევმა ტელეგრამაში დაწერა, რომ პუტინის ჩამოსვლა არ იყო დაგეგმილი და რომ პრეზიდენტმა “იცის როგორ გამოიწვიოს გაკვირვებს.”
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა “მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტის გახსნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა”.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პუტინი ოკუპირებულ სევასტოპოლში “კორსუნის” სამხატვრო სკოლისა და საბავშვო ცენტრის შესამოწმებლად ჩავიდა.
გავრცელებულ ვიდეოზე პუტინი ჩანს სამოქალაქო და საერო პირებთან ერთად ხერსონის ხელოვნების სკოლის დათვალიერების დროს.
ოფიციალურად ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსია 2014 წლის 18 მარტს მოსკოვში გამოაცხადა. ორი დღით ადრე ნახევარკუნძულზე ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ, რომელიც დაგმეს უკრაინამ და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებმა. მანამდე ნახევარკუნძული უკვე იყო რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ, რომელმაც თებერვლის ბოლოს ყირიმის ძირითად ობიექტები ხელთ იგდო. რუსეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად უარჰყოფდა, ნახევარკუნძულზე რუსეთის ლეგურალური არმიის ყოფნას, მაგრამ პუტინმა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს იყო რუსი სამხედროები.
დასავლეთის ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია უკანონოდ სცნეს და რუსეთს სანქციები დაუწესეს.