საქართველოსიახლეები

“[ანტიკრიზისულ გეგმაში] პირდაპირ იგრძნობა საარჩევნო გრაფიკი”

“როგორც ჩანს, მაინც საარჩევნო დღის წესრიგია მთავარი”, – ეს განცხადება “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმის შეფასების დროს გააკეთა.

“ეს დახმარებაც გაწერილია ექვს თვეზე, რომ ბოლო ნაწილი იყოს ოქტომბრის თვეში, ანუ საარჩევნო თვეს. თვითონ დახმარების ოდენობაც ძალიან მცირეა, მაგრამ რატომ უნდა იყოს ექვსი თვე და რატომ არ უნდა დარიგდეს სამი თვის განმავლობაში?

ეს გეგმა არ არის ადეკვატური, არის შეკოწიწებული და არასისტემური მიდგომის დემონსტრირება, და პირდაპირ იგრძნობა საარჩევნო გრაფიკი.” – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ასევე ექვსთვიანი შეღავათი აქვთ დამსაქმებლებს (საშემოსავლო გადასახადზე). სოციალურად დაუცველების და შშმ პირების დახმარებაც ექვს თვეზეა გათვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button