სკაიპმა Translator სერვისი აამუშავა

სკაიპის საუბრები სინქრონულად გადაითარგმნება.

ახალი Translator სერვისი უკვე ამუშავდა. მომსახურება 6 ენაზეა შესაძლებელი: ესენია ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, ესპანური.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ახალი სერვისით, სისტემა ტექნიკურად უფრო დაიხვეწება. Translator სერვისი ტექსტური შეტყობინებების თარგმნასაც უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button