კრიმინალიმსოფლიოსიახლეები

განგაში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ცოტა ხნის წინ განგაში იყო გამოცხადებული. იმ დროს, როდესაც პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებაზე დებატები იწყებოდა, ვესტმინსტერის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა.

ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

ჟურნალისტების ცნობით, შეიარაღებულმა ძალოვანებმა კანონდამრღვევის შესაჩერებლად ელექტროშოკი გამოიყენეს.

ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

მისი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

როიტერსის მიერ გავრცელებულ კადრებით ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი ფერადკანიანი მამაკაცია. უცნობია მისი ვესტმინსტერის ეზოში შეჭრის მოტივიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button