მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ლაგოდეხში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

40 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი საწოლში იწვა და სხეულზე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.

ახლობლები ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე იპოვეს სანადირო თოფიც, თუმცა გარდაცვლილს ტანსაცმელი დაზიანებული არ ჰქონდა და საწოლში არ აღმოჩნდა სისხლის კვალიც.

მამაკაცის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button