უცხოური მედია რუსთავი 2-ის მოვლენებს ეხმაურება
რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დგას. ვრცელი სტატია გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე BBС-იმ გამოაქვეყნა.
“ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ, რომელიც მმართველობისთვის დავის პროცესში დაყადაღებულია. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას მედიის თავისუფლების ხელყოფაში ადანაშაულებდნენ. რუსთავი 2-ის ქონება დაყადაღებულია საკუთრებისთვის დავის გამო აგვისტოს შემდეგ, რამაც გამოიწვია შიში, რომ მმართველმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა არხის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და მის საქმიანობაში ჩაერიოს,”-ნათქვამია სტატიაში.