მნიშვნელოვანი

,,სოციალური პოლიტიკის ეფექტურობის მხრივ, ძალიან მძიმე ვითარებაა“

 

ვერ ვიტყვით, რომ სოციალური დახმარების პოლიტიკა არის ეფექტიანი – ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა თათული თოდუამ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სიღარიბის მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა.

სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, ხარვეზებს ხედავს სოციალური დახმარების სისტემის მუშაობაშიც, თათული თოდუას თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკა დასაქმების დემოტივატორია, რადგან მცირე შემოსავლის გაჩენის შემთხვევაშიც, ბენეფიციარი შემწეობას კარგავს.

სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციით, უნდა მოხდეს სისტემის რეფორმირება და  სახელმწიფოს პოლიტიკა, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებში სტბილურობის განცდას, ქულათა სისტემაზე მოსახლეობის ინფორმირებულობას და პროცედურების დროში შემცირებას უნდა უზრუნველყოფდეს.

მოისმინეთ თათული თოდუას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button