მნიშვნელოვანირეგიონი

აჭარაში ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია

აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სანაპირო ზოლზე სამაშველო სამსახურის საგუშაგოებთან წითელი ალმებია აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

სინოპტიკოსების თქმით, დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საშტორმო მდგომარეობა მოიხსნას.

ამ დროისათვის აჭარაში წვიმს.

მსგავსი პოსტები

Back to top button