გმირები სამების ტაძრიდან გამოასვენეს

აფხაზეთის ომში დაღუპული 25 პირი დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. გადმოსვენებულ პირებს შორის არიან სოხუმის ყოფილი მერი, გურამ გაბესკირია და უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია. ისინი პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა.

სამოქალაქო პანაშვიდები სამებაში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლო დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე დაკრძალავენ.

გამოსვენებამდე საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. უწმინდესმა  ქადაგებისას თქვა-„ იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს“.

მთელი დღის მანძილზე დაღუპული გმირებისადმი პატივის მისაგებად ტაძარში მიდიოდნენ მოქალაქეები, ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები.

მსგავსი პოსტები

Back to top button