არგენტინელი ქალები პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ [Photo/Video]

ბუენოს-აირესში ათობით ქალმა მკერდი მოიშიშვლა იმის გამო, რომ მათ ტანს ზემოთ შიშვლად გარუჯვის ნებას არ რთავენ, – გვაცნობებს Daily Mail.

ნახევრად შიშველი აქციის მოწყობის საბაბად არგეტინის ერთ-ერთ პლიაჟზე მომხდარი ინციდენტი გახდა, როცა 20-მა პოლიციელმა 3 ესპანელ ტურისტ ქალს სანაპიროდან გაძევება დაუპირა.

რუჯის მოყვარულმა ესპანელმა ქალებმა საცურაო კოსტიმის აზღუდის ჩაცმაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, მაგრამ როცა პოლიციელებმა დაჟინება გამოიჩინეს, იძულებულნი გახდნენ, რომ მკერდი დაეფარათ.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ტოპლეს გარუჯვა კანონით ნებადართულია, მაგრამ არგენტინაში პლიაჟზე მკერდის მოშიშვლება უხამს საქციელად ითვლება.

[print_gllr id=53084]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button