თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომი მოვლენების ქრონიკა [Photo/video]

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 1563 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, აქედან 200-მდე შეუიარაღებელი ჯარისკაცი ხელისუფლებას ნებაყოფლობით ჩაბარდა- იუწყება სააგენტო France-Presse.

გადატრიალების მცდელობის დროს 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 დაიჭრა, – გვაცნობებს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

თურქეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მოქმედებს, მაგრამ მის დაცვას თვალს მკაცრად არ ადევნებენ, – გადმოსცემს BBC-ის კორესპონდენტი ქეთი უოტსონი.

ხალხი ნელ-ნელა ქუჩებში გამოდის, მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს, სტამბოლის ქუჩებში ავტომანქანები მოძრაობენ.

სოციალურ ქსელებში თურქეთის პარლამენტის შენობის ფოტოსურათი გამოქვეყნდა, რომელიც დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38602″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1468655094572″]

მსგავსი პოსტები

Back to top button