თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა [Photo/video]

სამხედრო გადატრიალების მცდელობისას თურქეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა 90 ადამიანამდე გაიზარდა, დაჭრილთა რაოდენობა კი 1154-ს აღწევს, — ამის შესახებ ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Anadolu იუწყება.

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გასული ღამის მანძილზე, შეტაკებებისას 60 ადამიანი იყო გარდაცვლილი, მათ შორის მრავალი სამოქალაქო პირი.

თურქეთის პოლიციის უფროსის განცხადებით, მოკლულია გადატრიალების უკან მდგარი 16 ამბოხებული.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, 200-მდე განიარაღებული ჯარისკაცი თურქეთის პოლიციას ჩაბარდა.

წყარო: BBC

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38571″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1468655240498″]

მსგავსი პოსტები

Back to top button