მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“იმისთვის, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალოს, საჭიროა ლიდერის შეცვლა”- ანდრიუს კუბილიუსი

დღეს, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, „ტვ პირველის“ ეთერში, რუსუდან დუმბაძის „დღის ამბებში“ შეაფასა თბილისში, 5 ივლისს მომხდარი მოვლენები და მათ ტრაგიკული უწოდა. მან მთავრობას მოუწოდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

„იმისთვის, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალოს, საჭიროა ლიდერის შეცვლა. ჩემი რჩევა იქნება მთავრობისადმი, ეძებონ ეფექტური გზები როგორ შეიძლება აღდგეს ნდობა.საჭიროა, შეიცვალოს მთავრობის სათავეში მყოფი პირები, რათა შეიცვალოს ტრაექტორია, რომლის გამოც მთავრობა კარგავს ნდობას საერთაშორისო საზოგადოების და ხალხის მხრიდან” – თქვა კუბილიუსმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button