სასაზღვრო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი თანამდებობიდან გადადგა. როგორც გამეზარდაშვილი ამბობს, განცხადებით შს მინისტრს 18 ნოემბერს მიმართა.

სასაზღვრო პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი “სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ რჩება გუნდის წევრად და მზად არის როგორც რიგითი ჯარისკაცი მომავალშიც ემსახუროს სამშობლოს.

“დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში არ დამიზოგავს ძალ-ღონე და ენერგია სასაზღვრო უწყებაში მესაზღვრეთა სოციალური პირობებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სასაზღვრო პოლიციის განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერაციის მისაღებად საჭირო ვალდებულებათა შესრულებაში. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართე პატაკით პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე”, – წერს ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წლის 22 ნოემბრიდან მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button