მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლეთმა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს-ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დასავლეთმა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

მისი თქმით, დასავლელმა ლიდერებმა დაუშვეს “საშინელი შეცდომა”, როდესაც ვლადიმერ პუტინს 2014 წელს ყირიმის ანექსიის საშუალება მისცეს.

ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსულ საწვავზე დამოკიდებულებამ რუსეთს მისცა იმის გამბედაობა, რომ შეჭრის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაებომბა.

“ჩვენ ასე გაგრძელება არ შეგვიძლია. მსოფლიო განგრძობადი შანტაჟის საგანი არ შეიძლება იყოს. ვიდრე დასავლეთი ეკონომიკურად არის დამოკიდებული პუტინზე, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოიყენოს ეს დამოკიდებულება. ამიტომა, ეს დამოკიდებულება ახლა უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღეს ბორის ჯონსონი საუდის არაბეთში მიემგზავრება. პრემიერ – მინისტრი შეცდება დაარწმუნოს ქვეყანა მეტი ნავთობის მიწოდებაში, რათა ბრიტანეთმა რუსეთის წიაღისეულის საწვავზე დამოკიდებულება შეამციროს.

რუსეთის ეკონომიკა სირთულეების წინაშეა, თუმცა ნებისმიერი სირთულე, ამავდროულად არის განვითარების, განახლების, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ახალი წარმოების გახსნის შესაძლებლობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების მეოთხე პაკეტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს სანქციებით გამოწვეული სირთულეები, თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ.

„ერთი ასეთი კარგი ანდაზა გვაქვს: “არ არის ცუდი კარგის გარეშე”. ვცდილობთ არსებული სირთულეები ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ გამოვიყენოთ,“- განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button