მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საახალწლო მიღება პრეზიდენტთან

მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

საახალწლო მიღება პრეზიდენტთან – ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის გზავნილები სწორ მესიჯებად შეაფასეს
პრეზიდენტის საახალწლო მიღების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული გზავნილები სახელმწიფოებრივად სწორ მესიჯებად შეაფასეს.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მართებულია და მისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელიან.

ამასთანავე, ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, შერიგების პროცესი წარმატებით იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ ამაში ყველა მხარე ჩაერთვება.

თამარ კორძაიას, ანა ნაცვლიშვილის, კახაბერ ქემოკლიძის და ალეკო ელისაშვილის ხმა

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის სასახლეში მიღება და მისი განცხადება შეაფასეს.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით და სამომავლოდ, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო.

ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის და დავით სერგეენკოს ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button