პრემია, ჯილდო თუ ზღვრული დანამატი

პრემიის ნაცვლად ჯილდო და ზღვრული დანამატი. პარლამენტი მთავრობის ახალი ინიციატივის განხილვას იწყებს. საკანონმდებლო პაკეტზე დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს. პრემიას სახელს უცვლიან, დანამატი კი წლიური ხელფასის მაქსიმუმ 10%-ით განისაზღვრება.

“კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები”, – წერია პარლამენტში წარდგენილ განმარტებით ბარათში.

ოპოზიციაში მმართველ გუნდს მოჩვენებითი ცვლილებების განხორციელებაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ ჯილდო იგივე პრემია კვლავ უკონტროლო რჩება მთელი რიგი უწყებების, მათ შორის პროკურატურის და მარეგულირებლების შემთხვევაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button