მნიშვნელოვანირეგიონი

14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცის 51 წლის ბიძა და 26 წლის ბიძაშვილი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით, 2009 წელს დაბადებულ გოგონას , თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბიძის სახლში მიიყვანა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ამავე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო დაკავებული პირის შვილისთვის, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 14 წლის გოგონა , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრმა, 27 წლის მამაკაცმა, მასთან იძულებით ქორწინებაში მყოფი 14 წლის გოგონა, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა.

როგორც გაირკვა, გოგონა ქორწინებიდან თავის დაღწევას ცდილობდა და ერთ- ერთი მცდელობის დროს, მამაკაცმა მას იარაღი ესროლა.ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ 27 წლის კაცი, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა.

არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე, გარდაცვლილის ბიძას და დედასაც წარუდგინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button