კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავის საავადმყოფოში კიდევ 2 დაჭრილი გადაიყვანეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ცოტა ხნის წინ მომხდარი მკვლელობის დროს, კიდევ ორი პირი დაიჭრა.

ორივე მათგანი თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება.

რა გარემოებებში მოხდა მათი დაჭრა, ან როგორია დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სოფელ წინანდალში ამბობენ, რომ სროლის ხმა კარგად ხანს გრძელდებოდა, თუმცა ის დასახლებულ პუნქტში არ იყო.

შეგახსენებთ, მკვლელობა, წინანდალში, ორი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილია სამი პირი, რომელთა შორის, ერთ- ერთი, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიად ზვიადაურია. 

ზვიადაურები ახმეტიდან არიან. ორი გარდაცვლილი პირი, ალიკა ცოცხალაშვილია და ნიკა კენჭოშვილიც, ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს 

თელავში გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

მსგავსი პოსტები

Back to top button