სანიკიძე ლიდერს მცირედით ჩამორჩება

ქართველმა მოჭადრაკემ თორნიკე სანიკიძემ ყაზახურ ალმათიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-6 ტურში გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.სანიკიძემ ყაზახი აიან ახმეტოვი დაამარცხა და 5.0 ქულა მოაგროვა. ქართველი მოჭადრაკე მეორე-მეცხრე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-8 პოზიციაზეა. თორნიკე ლიდერ არისტანბეკ ურაზაევს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება. მე-7 ტურში სანიკიძე სწორედ ურაზაევს ეთამაშება.

მსგავსი პოსტები

Back to top button