
აშშ-ის პოლიციისთვის დაფინანსების გადახედვის საკითხის განხილვისას კონგრესიდან ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ პირდაპირი ეთერის უეცარ შეწყვეტას ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება მოჰყვა.
ტელეკომპანია საკითხის განხილვას კონგრესიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
აშშ-ის პრეზიდენტი მომხდარს „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.
„დაუჯერებელია! „ფოქს ნიუსმა“ კონგრესის მოსმენის ტრანსლირება ზუსტად მნიშვნელოვანი მომხსენებლის გამოსვლამდე შეწყვიტა. ეს „სიენენის“ საქციელს უფრო ჰგავს. „ფოქსი“ დაკარგულია.” – წერს ტრამპი.