მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად კიევში პირველად ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად კიევში პირველად ჩავიდა. ის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა.
მინისტრის თქმით, ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება მისი მოკავშირეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. სეჟურნე დღეს, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნემ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება და მხარდაჭერა გაგრძელდება.

“კრიზისების მატების მიუხედავად, უკრაინა არის და დარჩება საფრანგეთის პრიორიტეტად. ჩვენ არ ვიყოყმანებთ, ჩვენი მონდომება უცვლელია, ისევე როგორც, უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ჩვენი აღტაცება”, – განაცხადა სტეფან სეჟორნემ.
როგორც მისმა უკრაინელმა კოლეგამ, დმიტრო კულებამ განაცხადა სტეფან სეჟურნესთან ერთობლივ ბრიფინგზე, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის ცის დასაცავად სისტემებისა და რაკეტების, ასევე დრონების შემდგომი მიწოდების საკითხი.

„უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის ურთიერთქმედების სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და შევძლოთ, მეტი იარაღი ვაწარმოოთ“, – აღნიშნა კულებამ.
უკრანელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნების თანამშრომლობას, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებასა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეხებო. კულებას განცხადებით, მხარეებმა განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შემდგომი გაწევა და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ თავდაცვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას”, – განმარტა კულებამ.
კულებასა და სეჟურნეს შორის განხილულ საკითხებს შორის იყო რუსეთის გაყინული აქტივების და რუსული აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხებიც.
მინისტრებმა პატივი მიაგო დაღუპული მეომრების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 13 იანვარს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.

ცნობისთვის, სეჟორნემ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, კატრინ კოლონა ხუთშაბათს შეცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button