საქართველოსთან ახლოს მიწისძვრა დაფიქსირდა

მიწისძვრა დაფიქსირდა ღამის პირველ საათსა და 20 წუთზე საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში მინგეჩაურის წყალსაცავთან, საქართველოს საზღვრიდან 56 კილომენტრში იყო.
ეპიცენტრში ბიძგების სიმძლავრე 4,7-ს აღწევდა.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია ზიანის შესახებ.
მიწისძვრა თბილისში უმნიშვნელოდ იგრძნობოდა.