თურქმენეთში პრეზიდენტს მოოქროვილი ძეგლი დაუდგეს

აშხაბადში, ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს მიეძღვნა.
მონუმენტის სიმაღლე 21 მეტრია, კვარცხლბეკისა კი – 15.
მოოქროვილი ქანდაკება ბრინჯაოშია ჩამოსხმული, ქვეყნის პრეზიდენტი ტრადიციულ თურქმენულ სამოსში, ცხენზეა ამხედრებული.
ბედიმუჰამედოვს მარჯვენა ხელში მტრედი უჭირავს, რაც მშვიდობისკენ სწრაფვას გამოხატავს.
მონუმენტის ავტორი, თურქმენეთის სახალხო მხატვარი, სარაგტ ბაბაევია.