საქართველოსპორტი
ნანა ძაგნიძემ მეორე ტურშიც ფრე ითამაშა

გიბრალტარში მიმდინარე ფიდე_ს გრან_პრიზე ქართველი მოჭადრაკე მეორე ტურში უკრაინელ ანა მეზიჩუკს დაუზავდა.
ძაგნიძემ პირვრლი ტურიც საყაიმო ანგარიშით დაასრულა, სადაც ის რუს კატერინა ლაპნოს ხვდებოდა. ქართველ დიდოსტატს 10 ქულა აქვს და 3 მონაწილესთან ერთად მეექვსე _მეცხრე ადგილებს ინაწილებს.
მესამე ტურში, რომელიც 24 მაისს ჩატარდება, _ ქართველი სპორტსმენი ყაზახ მოჭადრაკეს, დინარა სადუაკასოვას შეხვდება.
გიბრალტარის გრან_პრი 11 ტურად ტარდება და 12 მოჭადრაკე მონაწილეობს. აქედან, 2 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი, მსოფლიოს 2022 წლის ქალთა ჩემპიონატში მოხვდება.