ედვარდ მუნკის ნახატი 54,5 მილიონ დოლარად გაიყიდა [Video]

ცნობილი ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის ნახატი “ქალიშვილები ხიდზე”, რომელიც მან 1902 წელს შექმნა, ნიუ-იორკში Sotheby’s აუქციონზე 54,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაცია აუქციონის სახლის საიტზე გავრცელდა.

ფერწერულმა ტილომ “ქალიშვილები ხიდზე” მხატვრის ძვირად ღირებულ ნახტთა შორის აუქციონზე მეორე ადგილი დაიკავა. 2012 წელს Sotheby’s აუქციონზე მუნკის ფერწერული ტილო “სულის ყვირილი” 199,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გასულ კვირას Sotheby’s აუქციონზე 12,9 მილიონ დოლარად გაიყიდა პაბლო პიკასოს ნახატი “მხატვარი და მოდელი”.

ჯამში, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს აუქციონის სახლმა 157,7 მილიონად შეფასებული ლოტები გაყიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button