მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. არჩევანი მოსამართლეებმა დღეს, 25 ივნისს, დახურულ კენჭისყრაზე გააკეთეს. პლენუმის 9 წევრიდან, მერაბ ტურავას ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი ირინე იმერლიშვილი იყო. მან ოთხი ხმა მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, როცა ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ [მოსამართლეს- 10 წლის ვადით].

მსგავსი პოსტები

Back to top button