
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში- ავარიაში 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
შემთხვევა საგარეჯოს მუნუციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, 25 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების,ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
მიმდინარე კვირაში, კახეთის რეგიონში მსხვერპლით უკვე მესამე ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა.