სპორტი

კახი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები 73 კგ.წონით კატეგორიაში გათამაშდა.

ჯილდოს გარეშე დარჩა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაჟი კახი ასანიძე,რომელიც 313 კგ-ს და მერვე ადგილს დასჯერდა

ატაცის დისციპლინაში ასანიძემ ფიცარნაგზე სამივე ცდა უDეცდომოდ გამოიყენა და ყველაზე მეტი 145 კგ.დააფიქსირა.ამ მონაცემით ხსენებულ მოძრაობაში 21 წლის ძალოსანმა მეექვსე პოზიცია დაიკავა.

აკვრაში ასანიძემ 3 ცდიდან 2 გამოიყენა და 168 კგ.-ით მეათე ადგილი ერგო.

ორჭიდის ჯამში საქართველოს ეროვნული ნაკრების მებრძოლმა მერვე ადგილი დაიკავა.

საკონტინენტთაშორისო პირველობაზე 13 დეკემბერს შტანგას ქართველი რევაზ დავითაძე დაეჭიდება

საქართველოს ნაკრები სულ 10 ძალოსნითაა წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი 2021 წლის 7 დეკემბერს დაიწყო და 17 დეკემბერს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button