მნიშვნელოვანისიახლეები
ოპოზიცია დღეს აქციას თბილისში 2 ადგილას მართავს

„დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, ამ წუთებში, ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან – ერთ-ერთი მეტროსადგური “სამასი არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მივიდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. მათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეები და ლიდერები გეგმავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლონ.
აქციაზე უსაფრთხოების ნორმებს საპატრულო პოზიცია იცავს, ჯერჯერობით კი, საგზაო მოძრაობა არ გადაკეტილა.