აფეთქება მანჩესტერში – გარდაცვლილია 22 ადამიანი

მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპლულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

აფეთქება გვიან საღამოს სტადიონზე მოხდა, სადაც ამერიკელი მომღერალი, არიანა გრანდე კონცერტს მართავდა. წინასწარი ვერსიით, ხალხმრავალ კონცერტზე აფეთება მამაკაცმა, სხეულზე დამონტაჟებული ქამრის საშუალები განახორციელა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიაზე მუშაობენ, წინასწარი ინფორმაციით კი კვალი ექსტრემისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფომდე მიდის. ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილთა და დაშავებლთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მანჩესტერის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია და საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდამსხმელმა არიანა გრანტეს კონცერტის დასრულებისთანავე აამოქმედა.

მსმენელები იმ დროს უკვე სტადიონს ტოვებდნენ. კონცერტზე ძირითადად თინეიჯერები იმყოფებოდნენ, რომლებსაც გარეთ მშობლები ელოდებოდნენ
აფეთქება სტადიონის გარეთ, სალაროსთან ახლოს მოხდა. მის ხმაზე ბავშვები პანიკამ მოიცვა. მობილური ტელეფონებით გადაღებული კადრები თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. მომღერალი აფეთქების შედეგად არ დაშავებულა. მოგვიანებით მან Twitter-ზე კომენტარი დატოვა და დაწერა, რომ თვდასხმის გამო განადგურებულია.

აფეთქებიდან რამდენიმე წუთში განმაღმველთა ჯგუფი გამოიძახეს სტადიონთან ახლოს, თუმცა აღმოჩენილი ნივთი ბომბი არ იყო. ჯერჯერობით უცნობია თვდამსხმელის ვინაობა. ის აფეთქების ადგილზევე დაიღუპა.

მომხდარს ტერეზა მეიმ საზარელი ტერორისტული თავდასხმა უწოდა. მისი ხელმძღვანელობით, დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება. მომხდარს გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები და ბრიტანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს. თეთრი სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, თავდასხმის შესახებ ინფორმირებულია ახლო აღმოსავლეთში მყოფი დონალდ ტრამპი. შეერთებულმა შტატებმა ბრიტანელ კოლეგებს გამოძიებაში დახმარება შესთავაზეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button