სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია

ქართული დელეგაცია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოლოდინშია. ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია.

ქართველმა ძიუდოისტმა გზა ამ ეტაპამდე იოლად გაიარა. ასპარეზობას მეექვსედფინალიდან ჩაება და ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარით აჯობა. მერვედფინალი ამავე ილეთით ჯიბუტელი ადენ ალექსანდრ ჰუსეინი დაამარცხა და მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელდინს დამატებით დროში სძლია.

მისი მეტოქე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი იქნება.

მოგეხსენებათ, ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

დღეს ქალთა შორის ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). სწორედ ეთერის შეხვედრით განახლდება ძიუდოს ტურნირის ფინალური ბლოკი 12:00 საათზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button