მსოფლიოსიახლეები

“აღდგომა სიხარულის დროა და არა გლოვის”

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც COVID-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოდამ განაცხადა.

მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.

მისივე თქმით, აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლის პრაქტიკა არ წარმოადგენს საეკლესიო ტრადიციას და წარმოიშვა საბჭოთა პერიოდში.

„აღდგომა – სიხარულის დროა და არა გარდაცვლილებზე გლოვის. ამგვარად, საფლავების მონახულებაზე უარის თქმა აღდგომის დღეს, არც ცოდვაა და არც გარდაცვლილთა ხსოვნის შეურაცხყოფა“ , – განაცხადა რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა.

მანვე მორწმუნეებს მოუწოდა, ნუ დამწუხრდებიან ამის გამო, რადგან ეკლესია გარდაცვლილებს წელიწადში რამდენჯერმე იხსენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button