მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი ქვეყანას “გამარჯვებამდე მიიყვანს”-დღეისთვის რუსეთი ჩვენთვის ერთადერთი ფანჯარაა მსოფლიოში-ბჟანია

რუსეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზ ახალგაზრდებს, ვისაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ბჟანია ამბობს, რომ ამით აფხაზეთმა “მადლიერება უნდა გამოხატოს” პუტინის მიმართ, რომლის “წვლილიც” ბჟანიას თქმით, “დამოუკიდებელი და სუვერენული აფხაზეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია”.
მისი თქმით, „აფხაზეთს ჰყავს მეგობრები“.

„ჩვენ არ ვართ ოკეანეში დაკარგული, ბუნების ძალებთან მარტო დარჩენილი კუნძული. დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ბევრი არ იყოს, არიან მეზობლები და მოკავშირეები და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ამავდროულად არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი და დღეს ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი უფლება თვითგამორკვევის, ჩვენი უფლება ვიცხოვროთ საკუთარ სახლში და ვისაუბროთ საკუთარ ენაზე, განვავითაროთ ჩვენი კულტურა და ეკონომიკა, ჩვენი უფლება ვიყოთ საკუთარი თავი“, – ამბობს ბჟანია

ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახლა ებრძვის „აგრესიულ ნაცისტურ რეჟიმს ახალი, სამართლიანი მსოფლიო წესრიგისთვის”. მისივე მტკიცებით, პუტინი “რუსეთს გამარჯვებამდე მიიყვანს”.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქვეყანას “გამარჯვებამდე მიიყვანს”. ამასთან, ბჟანია აფხაზ ახალგაზრდებს პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“ახლა, როდესაც რუსეთში მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, თითოეული თქვენგანი, ვისაც რუსული პასპორტი აქვს, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. ეს არჩევანი გავლენას მოახდენს არამხოლოდ რუსეთის მომავალზე, არამედ ჩვენს საერთო მომავალზეც”, – აღნიშნა მან.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთმა მხარი სწორედ მას უნდა დაუჭიროს, ვინც წვლილი შეიტანა აფხაზეთის “დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის განვითარებაში”.

“საუბარია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რომლის პირადი წვლილი დამოუკიდებელი და სუვერენული აფხაზეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია”, – თქვა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპანტ ქვეყანაში 15-17 მარტსაა, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 30 “საარჩევნო უბანი” 17 მარტს გაიხსნება. 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

პუტინისთვის ეს მეხუთე საპრეზიდენტო ვადა იქნება. როდესაც 2000 წელს მან პირველად დაიკავა ეს თანამდებობა, ერთი პირისთვის ვადების მაქსიმალური რაოდენობა ორით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, საპრეზიდენტო ვადა ოთხწლიანი იყო. 2008 წელს ის ექვს წლამდე გაიზარდა

მსგავსი პოსტები

Back to top button